საარჩევნო სიაში საკუთარი თავის მოსაძებნად უნდა შეხვიდეთ
ვებგვერდზე
cesko.ge ან
voters.cec.gov.ge.
ვებსაიტზე შესვლისას გამოჩნდება "ამომრჩევლთა სია" , იქ
შეხვალთ და უნდა ჩაწეროთ თქვენი 11-ნიშნა ციფრი, ანუ პირადი
ნომერი და გვარი.
ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ველი „მე არ ვარ რობოტი“ და შემდეგ ღილაკი
„ძებნა“.
თუ საარჩევნო სიაში ხართ, გამოჩნდება თქვენი მონაცემები: სახელი და
გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ის საარჩევნო უბანი, სადაც
არჩევნებზე ხმის მისაცემად უნდა გამოცხადდეთ.
ამ მონაცემების ქვეშ ასევე გამოჩნდება წარწერა: „ამ მისამართზე
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია“, რომელზე ხელის დაჭერის შემდეგაც
შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თქვენი ოჯახის წევრების მონაცემებიც.
საარჩევნო სიაში ყოფნის შემთხვევაში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით
ადრე, სახლში საინფორმაციო ბარათსაც მიიღებთ, რომელიც კიდევ ერთხელ
შეგახსენებთ, სად არის თქვენი ოლქი.
განახლებული სია ცესკოს არჩევნებამდე 19 დღით ადრე (7 ოქტომბრამდე)
ეგზავნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მასში ცვლილების შეტანა
შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები