ახალი ამბები
„ევროკავშირი მშვიდობის იდეაზე დაფუძნებული ერთობაა“
FaceBook
"მშვიდობა ნიშნავს სულიერ სიმშვიდეს. ეს სულიერი სიმშვიდე ჩვენ არ გვაქვს,"- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ქალი ფილმში, რომლის ჩვენებაც ქუთაისში გაიმართა.


ფილმი სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში აჩვენეს, დისკუსია მშვიდობის თემას ეხებოდა, უფრო ზუსტად -
"ნამდვილი მშვიდობა - ევროკავშირი და სამშვიდობო პოლიტიკის შესაძლო პერსპექტივებს"
აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს მომხსენებლებმა მედეა ტურაშვილმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მიშა ჯახუამ, მშვიდობის განვითარების ცენტრი და ბადრი ბელქანიამ
ქართულ-აფხაზური კონტექსტი. დისკუსიას მოდერაციას თამთა მიქელაძე უწევდა.

დოსკუსია ფილმის ჩვენებით დაიწყო. შეხვედრაზე წარმოდგენილი ფილმის გმირები, აფხაზეთიდან დევნილები, იხსენებენ აფხაზეთსა და ქართევლებს შორის კონფლიქტის დაწყების და აფხაზეთში მათი ყოფნის ბოლო დღეებს, როცა ვერავის წარმოედგინა, რომ კონფლიქტი ასე ღრმად შევიდოდა. ფილმის გმირები იხსენებენ წარსულ ურთიერთობებს და საუბრობენ იმაზე რამდენად შესაძლებელია აფხაზებთან დიალოგი. რა გამოცდილება გააჩნიათ თავად და ზოგადად როგორ უყურებენ მშვიდობის თემას.
მშვიდობასა და მონობას შორის ზღვარი არ უნდა წაიშალო, აღნიშნავს ერთ- ერთი გმირი.

მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას, ამ თემის წაყრუებას ან უფრო უარესი რეალური მოწინააღმდეგის მიმართ დათმობის პოლიტიკას, აღნიშნავენ ფილმის გმირები.

საქართველოში არ არის მშვიდობა მანამ, სანამ არსებობს რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები საქართველოს ტერიტორიაზე, მიაჩნიათ ფილმში მონაწილე აფხაზეთდიან დევნილებს.
დისკუსიის მონაწილეებს ნამდვილი მშვიდობის მიღეწვის რეალურ გზად ევროკავშირი და მისი სამშვიდობო პოლიტიკა ესახებათ.

ამაზე ისაუბრა სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმომადგენელმა მედეა ტურაშვილმაც.

"ჩვენი მიზანი არის ის, რომ უნდა შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არის უნიკალური საშუალება საქართველოსთვის ამ მიმართულებითაც. ეს რა თქმა უნდა არ არის პანაცეა. ევროაკშირში არის კვიპროსი რომლის ტერიტორიაც გაყოფილია და მისი ნაწილი თურქეთს აქვს ოკუპირებული, თუმცა გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ კვიპროსელებს შორის კონფლიქტი არ არის. ძალიან განვითარებული ქვეყანაა. ვაჭრობის თავისუფლება და გადაადგილების შესაძლებლობა. კვიპროსში არავინ განიხილავს კონფლიქტის მოგვარებას ომის გზით.

ევროკავშირისთვის ომი არ არის ის ინსტრუმენტი რომლითაც იგი კონფლიქტს მოაგვარებს, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის გარეთ სხვა ქვეყნებთან
ევროკავშირი სამშვიდობო იდეაზე დაფუძნებული ერთობაა,"- აღნიშნა მედეა ტურაშვილმა.

მომხსენებელმა ბადრი ბელქანიამ ისაუბრა დღევანდელ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე იმ განწყობებზე რაც აფხაზურ საზოგადოეაბაში არსებობს.

რუსეთში უკრაინის შეჭრამ მკვეთრად შეცვალა აფხაზების დამოკიდებულება რუსეთთან. მათთვის რუსეთი აღარ განიხილება მშვიდობის გარანტად.

ამასთან ერთად, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად აფხაზეთმა არ მიიღო ბევრი ისეთი კანონი, მათ შორის აგენტების შესახებ კანონი, რაც რუსეთის გავლენას გააძლიერებდა აფხაზეთში.
აფხაზების ეს განწყობა მოლაპარკებების ახალ პერსპექტივას აჩენს,თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ თემის გარშემო დუმილს ამჯობინებს და არანაირ ნაბიჯს არ დგამს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ახალი პერსპექტივის გამოსაყენებლად,  აღინიშნა შეხვედრაზე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.