ტყიბულის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად საცხოვრებელი
სახლები დაზიანდა.
ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის
15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში
განმარტავენ, მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში
მუშაობს.
გადახდილი სახურავები ტყიბულში
"მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების
გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. სტიქიის შედეგების
შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის"-
აცხადებენ ტყიბულის მერიაში.
ძლიერი ქარი ტყიბულში ამ დრომდე გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქარი საქართველოში 30
სექტემბრის დღის ბოლომდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები