"მიდიის სანახავად", - ქუთაისში ახალი სტენსილი გამოჩნდა.
ცნობილმა სტრიტ არტისტმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშამ) სტენსილი მედიის
თავისუფლებას მიუძღვნა.
"იდეა არის მედიის თავისუფლებაზე. ჟურნალისტების მიმართ არის აგრესია
და უარყოფითი დამოკიდებულება, არადა მედია თავისუფალი და
დამოუკიდებელი ქვეყნის ფუნდამენტია. მინდოდა ეს ამბავი ჩემებურად
გადმომეცა, ყოფილიყო ცოტა ირონიული, თან ისეთი გმირებიც მყოლოდა,
რომლებიც ყველას შეუყვარდებოდა, ალეგორიული გზით წავედით. ავარჩიეთ
ცხოველები კუ, ზღარბი ჩიტი, რომლებიც ჟურნალისტებს განასახიებენ და
თავინათ სათქმელს გადმოსცემენ", - აღნიშნა გიორგი გაგოშიძემ.
სტრიტ არტისტს ხელოვნება საუკეთესო საშუალებად მიაჩნია მნიშვნელოვანი
სათქმელის ადამიანებამდე მისატანად.
სტენსილების იდეა მედიის ადვოკატირების კოალიციისა და სტრიტ არტისტ
გიორგი გაგოშიძის (გაგოშა) ერთობლივი პროექტის ფარგლებში
განხორციელდა.
პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის იმის შეხსენება რამდენად
მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის არსებობა ქვეყანაში.
"შეუძლებელია დემოკრატია დამოუკიდებელი მედიის გარეშე. რომელიც
საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში აწოდებს ინფორმაციას. რა არის
აქტუალური, მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც მის ყოველდღიურობას
განსაზღვრავს. არ არსებობს მსოფლიოში შემთხვევა იყოს სახელმწიფო
დემოკრატიული თუ მას აქვს მედიასთან პრობლემები. მედია არის ფუძე,
ფუნდამენტი დემოკრატიული გარემოსი", - აღნიშნა მედიის ადვოკატირების
კოალიციის თავმჯდომარემ მამუკა ანდღულაძემ.
მსგავსი სტენსილები საქართველოს სამ ქალაქში განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები