ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა
FaceBook
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.

„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ქვეყანას, ქართულ განათლებას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თუ მინისტრის რანგში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი, მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ერთად ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ, რაც მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, ოთხწლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა.

მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წარუძღვეს არჩევნებამდე. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ",- განაცხადა მან.

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.