ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების
ინიცირებას საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
საუბარია 3169 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, სადაც კერძო მესაკუთრის
მიერ საცხოვრებელი ფუნქციის მქონე მრავალბინიანი კომპლექსების
განვითარებაა დაგეგმილი.
მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო
ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის,
მამუკა კუბლაშვილის განცხადებით, მანამდე
უნდა დადგინდეს განაშენიანების რეგლამენტები, ქალაქ ქუთაისის
გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური
გეგმის არეალში და შემდეგ მოეწყოს ინფრასტრუქტურა.
"შემოვიდა მენაშენე წინადადებით, რომ თავის მიწის ნაკვეთსა და
მიმდებარე ტერიტორიაზე დაამუშაოს განაშენიანების დეტალური გეგმა. ეს
არის პირველი ეტაპი, ინიცირება, როდესაც საკრებულო აძლევს მერს
უფლებას, დადოს ხელშეკრულება ინიციატორთან, ხოლო მეორე და მესამე
ეტაპი უკვე საკრებულოზე გადის დასამტკიცებლად.
კერძო მესაკუთრეს მაკეტი შემოტანილი ჰქონდა 12 სართულზე, მაგრამ
დაიწუნა საკრებულომ (მოცულობა რომ დიდი იყო) და ახლა დაწია, სადღაც
10-11 სართულის იქნება, მაგრამ მერე დაიხვეწება კიდევ, ეს მხოლოდ
ინიცირების ეტაპია",- განმარტა მამუკა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, საპროექტო ტერიტორია 2 საკადასტრო ერთეულისაგან შედგება
და მას ორი მხრიდან საზოგადოებრივი სივრცე და საავტომობილო გზები
ესაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები