ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
FaceBook
ქუთაისში #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმამ დღეს, ეთიკის კოდექსის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტს ხელი 17 კომისიის წევრიდან მხოლოდ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" კომისიის წევრმა არ მოაწერა.

თეკლა მებურიშვილი, რომელიც პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ დანიშნული საარჩევნო წევრია, განმარტავს, რომ დოკუმენტს ხელს მისი პოლიტიკური პარტია არ აწერს, რადგან მათი მხრიდან წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, "გირჩი" ეთიკის კოდექსის რამდენიმე დებულებას არ ეთანხმება და მის დაცვას ფორმალობის გამო არ აპირებს.

"არც მანამდე ყოფილა პრეცედენტი "გირჩის" დანიშნულ წევრს, რომ დაერღვიოს ეთიკის კოდექსი და არც ახლა ვაპირებთ. მგონია, რომ ეს ორი პარტიის დასაცავად არის შემოღებული. ეს არის "ოცნება", ენმ და ის პარტიები, რომლებიც ენმ-ს შემდეგ გამოიყვნენ. ამასთან, არ ვეთანხმებით რამდენიმე დებულებას, რაც წერია კოდექსში. მეგობრები გვყავს, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობის პირები არიან და მათთან ურთიერთობა უნდა შემეზღუდოს, არც ამას არ ვეთანხმებით. შესაბამისად, არ ვაწერთ ხელს იმ დოკუმენტს, რომლის შესრულებასაც ვერ დაგპირდებით, და დარწმუნებული ვარ, არც სხვა ხელმომწერი პირები აპირებენ ამის შესრულებას. უბრალოდ ფორმალობაა, რომლის დაცვასაც ჩვენ ფორმალობის გამო არ ვაპირებთ",- განმარტა თეკლა მებურიშვილმა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის თქმით, ეთიკის დოკუმენტზე ხელის მოწერით ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ მეტი ნდობა უჩნდება.

"დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია არის გარანტი დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის წარმართვის. შესაბამისად, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ადმინისტრაცია და ჩართული მხარეები ვთანხმდებით, მაღალპროფესიულ დოენზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესები, რაც,  თავის მხრივ,  ამომრჩეველს ადმინისტრაციის, ადმინისტრაციის თანამშრომლების და ზოგადად, საარჩევნო პროცესების მიმართ გაუზრდის ნდობას", - განმარტა ლარინა ლალიაშვილმა. 



ეთიკის კოდექსის მიზანია კომისიის წევრთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის განმტკიცება და სამსახურეობრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. 

ეთიკის კოდექსის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პატივს უნდა სცემდეს კანონს; უნდა დაცვას პოლიტიკური ნეიტრალიტები; უნდა იყოს კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური; უნდა იყოს პროფესიონალი; უნდა იყოს თავაზიანი, კოლეგიალური და კომუნიკაბელური; უნდა მოქმედებდეს ღიად და გამჭვირვალედ. 

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.