საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დღეიდან, 16
სექტემბრიდან, დაიწყო.
სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისშიც.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია
ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში, წელს, 2665
პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ჯამში კი ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში 33 475 მოსწავლე
სწავლობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო
წლისთვის, საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა
დაიწყო სწავლა.
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების
საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში
დარეგისტრირების შესაძლებლობა.
მასალის გამოყენების პირობები