ახალი ამბები
რატომ წაშალეს, ქუთაისში, "ბებოს" სტენსილი ფასადიდან
FaceBook
ხაჭაპურის მცხობელი იმერელი ბებო - სტენსილი, რომელიც ქუთაისის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა, ფასადიდან მოაშორეს.

ამის მიზეზი, როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, იმ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელი შენობის ფასადზეც "ბებო" იყო დახატული. 

"ბებო კედლის რეაბილიტაციის შემდეგ, კვლავ დაიხატება და მას ისევ ავტორი, უკრაინელი მხატვარი საშა კორბანი დახატავს",- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. 

რატომ მოხატეს აღნიშნული შენობა (დაახლოებით ერთი წლის წინ), თუკი ის სარეაბილიტაციო იყო, ამ კითხვაზე მერიაში ვერ გვპასუხობენ. 



ბებოს სტენსილი, kutaisi Mural fest-ის ფარ­გლებ­ში, უკრაინელმა მხატვარმა საშა კორბანმა, გასული წლის ივლისში, მოხატა. 

სტენსილზე რეალური ადამიანია გამოსახული. ბებო, რომელსაც ნახატზე ხელები ფქვილში აქვს და ხაჭაპურს ამზადებს, 81 წლის დალი დოღონაძეა. 

ფოტო: ზურა გელაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:41 / 05.04.2025
"დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“ - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:33 / 05.04.2025
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.