ახალი ამბები
„თუ რაიმე ინციდენტი იყო, მეუფე გააკეთებს კომენტარს“ - რა მოხდა ბაგრატის ტაძარში
FaceBook
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის ეზოში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ვრცელდება ისიც, რომ კონფლიქტში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე იოანეც მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარემოცვის წევრმა ხელი ერთ-ერთი მღვდლის მისამართით ასწია. კამათის მოტივი, სავარაუდოდ, სასულიერო პირების ქუთაისიდან სხვა მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცის მეუფესთან დაახლოებულმა პირმა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის ადმინისტარციის წარმომადგნელმა მოძღვარმა მატათა ქარქაშაძემ.

ის "ქუთაისიპოსტთან" განმარტავს, რომ თუ რაიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ამაზე განცხადებას თავად მეუფე იოანე გაავრცელებს. 

მისივე თქმით, მეუფე, სამუშაო ვიზიტით, რამდენიმე დღით, დედაქალაქში იმყოფება. 

"ვერაფერს გეტყვით, უნდა დაელოდოთ მეუფეს და თუ რაიმე მსგავსი ინციდენტი იყო, ის გააკეთებს კომენტარს. სჯობს, ეპარქიის მმართველმა გაგცეთ ამ თემაზე პასუხები. ათასი ვერსია მოვისმინე და არ ვიცი. თვითონაც ვცდილობ და ვერ დავუკავშირდი მეუფეს, რა ეპიზოდებზეა საუბარი. თბილისშია წასული, სამუშაო ჯგუფთან, ბიბლიის თარგმანზე მუშაობენ",- განმარტა მამა მატათამ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი მოძღვარი იაკობ სებისკვერაძე იყო, რომელიც სხვა მედიასაშუალებებთან ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი მეუფის გარემოსცვის მხრიდან ჰქონდა. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სატელეფონო ზარებს ასევე, არ პასუხობს  მეუფე იოანე. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.