ახალი ამბები
"ქუთაისში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება"- პრემიერ-მინისტრი
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერი ირწმუნება, პროექტი ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და კვლევითი პროგრამების განხორციელება დაიწყება.

„ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომელიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ,“- აღნიშნა მან. 

ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. პრემიერის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინფრასტრუქტურითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა.

ქუთაისში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა, ოფიციალურად, 2022 წლის ივლისში დაიწყო. ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. როგორც მან მაშინ აღნიშნა, რომ პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.