ახალი ამბები
„ჩვენ ამისგან ვაკეთებთ". - ქუთაისში USAID-მა არაჩვეულებრივი გამოფენა წარმოადგინა
FaceBook
არაჩევულებრივი გამოფენა - ამ სახელწოდების გამოფენას ქუთაისმა უმასპინძლა.

როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა USAID/Georgia-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, სახელწოდება ცნობილი ქართული ფილმიდან აიღეს, შესაბამისად "არაჩვეულებრივი გამოფენისთვის" ყველაზე ავთენტური ადგილი შეარჩიეს ვერიკო ანჯაფარიძის პარკი და თეთრი ხიდის ტერიტორია.

თანამედროვეობა და ტრადიციები, ტექნოლოგიები და სიძველე, თამადა, ქართული სუფრა, ხელოვნური ინტელექტი, ქალაქური მუსიკა და ქართული ცეკვა - არაჩვეულებრივი გამოფენა ამ ყველაფრის საინტერესო სინთეზი იყო. 

ტრადიციების და ტექნოლოგიების სინთეზი გამოიხატა მაგალითაც ქვევრში, რომელისთვისაც გამოფენის მონაწილეებს შეეძლოთ კითხვები დაესვათ, ქვევრი ყველა კითხვას პასუხობდა. ქვევრში ხელოვნური ინტელექტი "ჩააშენეს" ქართული ქვევრი და AI ბუნებრივად შეერწყა ერთმანეთს.

ამ სინთეზის გარდა ორგანიზატორებმა იმის ლუსტირირებაც მოახდინეს. თუ რამდენ საქმეს აკეთებს USAID საქართველოში, რამდენი პროგრამა დაფინანსდა, რამდენი საწარმო გაიხსნა, რამდენმა იდეამ მოახერხა რეალიზება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით საქართველოში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამ მხარდაჭერის შედეგები - პროდუქტები,  გამოგონებები და ა. შ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული  ქართული სუფრა,სადაც თამადა სხვადასხვა ისტორიებს ყვებოდა. ყველა მსურველს შეეძლო თამადისთვის სიტყვა ჩამოერთვა და მასაც ეთქვა საკუთარი „სადღეგრძელო“ .

„ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანების შეკრება და თავყრილობა.  ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც USAID-თან  პარტნიორობენ სხვადასხვა მიმართულებით. გვინდოდა ადამიანებს ენახათ მათი საქმიანობა იმიტომ, რომ ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ საქართველოს სხვადასხავა რეგიონში. დღეს აქ იმერეთის რეგიონია წარმოდგენილი. ამის გარდა გვაქვს ქართული ტრადიციული სუფრა იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ფასეულობებიც უნდა წარმოვაჩინოთ. არა მარტო იქიდან მივიღოთ დახმარება, არამედ იქითაც უნდა მივცეთ და გავცეთ ჩვენი კულტურული ფასეულობები. ჩვენი კულტურა, რომელიც ძალიან მდიდარია“, - აღნიშნეს გამოფენის ორგანიზატრებმა.


არაჩვეულებრივ გამოფენაზე ბევრი საინტერესო ადამიანი იყო მოწვეული მაგალითად ფოტოგრაფი Ezz Gaber-ი, "საუკუნო უკუნის" ილუსტრაციების ავტორ მინდია არაბული და თამადა - ლაშა D კოტორაშვილი.

როგორც ორგანიზატორები USAID საქართველოს წარმომადგენლები აზუსტებენ, რომ  ეს ჩვეულებრივი გამოფენა არაა, ეს არის გამოფენა იმ არაჩვეულებრივი საქმეების შესახებ, რომლებსაც 1992 წლიდან "ჩვენ ამისგან ვაკეთებთ".

არაჩვეულებრივი გამოფენა აჭარას, სამეგრელოს და კახეთსაც ეწვევა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.