რატომ ა რის ევროპა ჩვენი ბუნებრივი წიაღი?
სად ჩანს ევროპულ ღირებულებებთან ერთობა?
ამ საკითხებს შეეხო შეხვედრა, რომელიც ქუთაისში მონ-პლაზირის
ტერიტორიაზე გაიმართა და რომლის ორგანიზებაც მოძრაობა „აირჩიე
ევროპამ“ მოახდინა.
მოძრაობის წარმომადგენლებმა ფართო საზოგადოებსთვის ცნობილმა სახეებმა
მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და ევროპული არჩევანისა და 26
ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ესაუბრეს.
სპიკერთა შორის იყო მწერალი დავით გორგილაძე, რომელმაც ევროპასთან
ჩვენს ისტორიულ კავშირებსა და ამის პარალელურად არსებულ მავნე
პრპაგანდის გავლნებზე ისაუბრა
"ვეფხისტყაოსნის შესავალში უთვალავ ფერზეა ხაზგასმა, ევროკავშირის
დევიზიც, რამდენადაც მახსოვს, არის ასეთი "ერთიანობა
მრავალფეროვნებაშია".
დღეს, მე მგონი, ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც რადიაციული პროპაგანდის
დასხივების ქვეშ. რაღაცებს გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ არიქა,
ევროპა არის ის ადგილი, რომელიც ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ
დაგვაკარგინებს იმ ტრადიციებს, რომლებიც გვაქვს. მგონია რომ
აბსოლუტურად პირიქითაა ყველაფერი. ევროპა არის ის ადგილი,
რომელსაც აინტერესებს ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიცია იმიტომ რომ
ხვდება, რომ მრავალფეროვნება ნიშნავს უფრო მეტ ძალას, უფრო მეტ
ადამიანს, უფრო მეტ გონებას, ინტელქექტს და უფრო დიდ ეკონომიკას", -
აღნიშნა დავით გორგილაძემ.
მწერალმა მიუთითა, რომ ევროპა გველოდება და ჩვენ მათთვის უცხო არა
ვართ, მითუმეტეს უცხოობის განცდა არ უნდა ჰქონდეს ქართველს, რომელიც
მისი ფესვებით ევროპულ წიაღს უკავშირდება.
"ეს ადამიანები გველოდებინ ისეთებს როგორებიც ვართ და ჩვენ არ გვაქვს
ისეთი განცდა, რომ დამატებით ტვირთად შევდივართ ევროპაში ჩვენ
შევდივართ ძალიან დიდი ისტორიით, კულტურით გემოვნებით, უნიკალური
ტრაციდიით, უნიკალური ღვინით".
სამაგიეროდ არის მეორე წიაღიც რუსული, რომელსაც საქართველო მხოლოდ
გასართობ ადგილად მიაჩნია, მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს და
ნაკლები პატივისცემა ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ.
" ის წიაღი, რომელშიც დღე ჩვენ გვექაჩებიან ჩრდილოური, რუსული წიაღი,
ეს არის წიაღი, რომელიც ჩვენ აღგვიქვამს მხოლოდ როგორც ტაშ-ფანდურის,
აჭარული ხაჭაპურის ქვეყნად და მათი წარმოდგენით ჩვენ ვართ მხოლდო ჭამა
და გართობა. ევროპას ჩვენ ვაინტერესებთ ისეთები როგორებიც ვართ ჩვენი
ტადიციით განათლებით, მეცნიერებით და კულტურით და ჩემთვის ამ
მიმართულებით წილი ნაყარია უკვე ძალიან დიდი ხანი".
დავით გორგილაძე საქართველოს ისტორიას წარმოადგენს, როგორც ევროპულ
ოჯაში დაბრუნების ისტორიას
"მე მრჩება განცდა, რომ ეს ქვეყანა მთელი თავისი ბედიღბლით ევროპულ
ოჯახში დაბრუნების ისტორია, რომელიც როგორც კარგად რომანში ხდება
ხოლმე რიგი მიზეზების გამო ფერხდება ხოლმე. ბოლო 200 წლიანი შეფერხება
კი ვიცით რაც იყო, ყოველგვარი გადაჭარბების და რიტორიკის გარეშე
ვამბობ. ის, რაც ამ წლის შემოდგომაზე გველის არის კულმინაციის
მომენტი, როდესაც რეალურად ვაკეთებთ არჩევანს იმასთან დაკავშირებით
როგორ სრულდება ეს რომანი. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა არც
არის აუცილებელი ყველა რომანს ბედნიერი დასასრული ჰქონდეს, მე
ვისურვებდი რომ აი ამ ამბავს ჰქონდეს ბედნიერი დასასრული და შემდეგ
მომდევნო სერიებში უკვე კონფლიქტად შემოვიტანოთ, სხვა რაღაცები,
მაგალითად ოთხი სამუშაო დღე გვექნება კვირაში თუ ხუთი", - ამბობს
მწერალი.
სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა" მიმდინარე წლის 11 ივლისს
დაფუძნდა. ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს (ცნობილ საზოგადო
მოღვაწეებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებსა და აქტიურ
მოქალაქეებს) აერთიანებს, ვისთვისაც მთავარ მიზანს საქართველოს
ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება წარმოადგენს. მოძრაობის მიზანია,
დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და
თავისუფლება.
სამოქალაქო მოძრაობა 26 ოქტომბრამდე 100 დღიან უწყვეტ ევროპულ
მარათონს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით,
საქართველოს მოსახლეობასთან ე.წ. "ევრომობილების" საშუალებით ჩავლენ,
გააცნობენ ინფორმაციას, თუ რატომ და როგორ აირჩიონ ევროპა.
მასალის გამოყენების პირობები