ახალი ამბები
ფესტივალი განვითარებისთვის და კანონი განვითარების წინააღმდეგ- ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს
FaceBook
ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია შემოქმედებითი პროცესების განვითრებას,- ეს გახლავთ ქუთასიში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ფესტივალის მიზანი. ამ მიზნის განხორციელების მთავარი ინიციატორი და დამფინანსებელი ევროკავშირია.

24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისმა უმასპინძლა საჯარო ხელოვნების ფესტივალს. ქუთაისიში კულტურის განვითარების სტრატეგია შემუშავდა რომელიც 2022 – 2023 წლებში მომზადდა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში.ამ პროექტმა დაბადა ხელოვნების ფესტივალის შექმნის იდეაც. 

ფესტივალში მონაწილეობდნენ ცნობილი პოეტები, არტისტები, ქორეოგრაფიული ჯგუფები, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვიდეოინსტალაცია.

ფესტივალის წლევანდელი, პირველი გამოშვება სხვადასხვა შემოქმედებით დარგებს მოიცავს. ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენას, ვინაიდან 2023 წელს ქუთაისი შეუერთდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ხელოვნების განვითარება ფუნდამენტს შექმნის სამომავლოდ რეგიონში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების მხრივ. ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ რომ ფესტივალის ზოგადი ხედვა დინამიკური კულტურული ეკოსისტემის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რომლიც გაზრდის თანამედროვე კულტურულ პროცესებზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას და დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის ჰარმონიული, მდგრადი ურბანული, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, აღნიშნულიააფესტივალის აღწერაში.

ეს ყველაფერი მომავალში უნდა მოხდეს. თუმცა როგორი იქნება მომავალი მაშინ როდესაც ხელისუფლება რუსულ კანონს იღებს, კანონს რომელიც ევროკავშირს,ამ დიდი კულტურული ფორუმის ინიციატორს და მხარდამჭერს, უცხო, საეჭვო და მტრულ ძლად აცხადებს. ამაზე ფორუმის მონაწილე თუ დამსწრე ხელოვანებს ეჭვი უჩნდებათ.

"რუსულ კანონში, თუ ლგბტ პრპაგანდის ამკრძალავ კანონში ყველგან ცენზურა იკითხება. ამით ცდილობენ თავისუფალი ადამიანების დამორჩილებას. თავისუფლების გარეშე კი არ იქმნება არაფერი. ეს კანონი ყველა იმის წინააღმდეგია რაც განვითარებას ეხება. ეს ფესტივალები და ხელოვნების ფორუმები რისთვის გვინდა?! მეტი ღიაობისთვის, ზრდისთვის, კომუნიკაციისთვის დასავლელ ხელოვანებთან, ევროპა სწორედ ის სივრცეა სადაც ამის შესაძლებლობაა. ამ კანონით ე ს შესაძლებლობა ისპობა",- ამბობს მხატვარი ლია უკლება.

ასე არ ფიქრობენ ქუთაისის მერიაში და "რუსულ კანონს" გამჭვირვალობის გარანტად წარმოაჩენენ მხოლოდ.

"საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" საქართველოს კანონის მიღება არ წარმოადგენს შემაფერხებელ
გარემოებას მუნიციპალიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის შემდგომი
თანამშრომლობისთვის, ვინაიდან კანონი ემსახურება სახელმწიფოსა და პარტნიორ
სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მათ საუკეთესო ინტერესებს,
ამასთანავე გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, არ წარმოადგენს
შემაფერხებელ ფაქტორს დასახული სამოქმედო გეგმების შესრულებაში.
შესაბამისად, აღნიშნული 4-წლიანი გეგმის შესრულებაც მიმდინარეობს".
წერია მათ ქუთაისიპოსტისთვის  მოწერილ წერილში.

ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.