ახალი ამბები
ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს (პროგრამა)
FaceBook
ქუთაისში საჯარო ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს

ფესტივალი ივლისში დაიწყო და ხუთ აგვსიტომდე გაგრძელდება. 

როგორც ფესტივალის ორგანზიატორები აღნიშნავენ ფესტივალის წლევანდელი, პირველი გამოშვება სხვადასხვა შემოქმედებით დარგებს მოიცავს: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალურ და თანამედროვე ქორეოგრაფიის წარმოდგენებსა, ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამასათან ერთად, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბაით სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება წამოდგენილი 11 დღის განმვალობაში. ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენას, ვინაიდან 2023 წელს ქუთაისი შეუერთდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით.

გთავაზობთ პროგრამას 

01.08 // 19:00 – 20:00
დიალოგი პოეზიაზე. ლექსების კითხვა
კითხულობენ: შოთა იათაშვილი და გიორგი ხასაია
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის N1 ფილიალი.


03.08 // 18:00 - 19:00
"თუ" - ინსტალაციის გახსნა
ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრების სერიიდან "საშინაო დავალება"
მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი.
მისამართი: ლესელიძის ქ. 2


03.08 // 20:00 – 21:00
აუდიო/ვიზუალური წარმოდგენა
ვიზუალური მხარე: ალექსი სოსელია
მუსიკოსები: რატი ბარამიძე და სკოტ მაკკალუჩი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი.
მისამართი: ლესელიძის ქ. 2


04.08 // 21:00 - 22:00
uRGBan - აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის გახსნა
ავტორები: ანრი კიკნაველიძე, ირაკლი ბიგვავა, დავით კუბლაშვილი
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფასადი.
მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი 8



პარალელური საგანმანათლებლო პროგრამა


29.07 – 31.07 // 19:00 – 21:00
შემოქმედებითი წერის ვორქშოფი
29-30 ივლისი - შოთა იათაშვილი;
31 ივლისი - შოთა იათაშვილი და გიორგი ხასაია
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის N8 ფილიალი
დ. აღმაშენებლის გამზ. 24


31.07 // 12:00 15:00
ლექცია-ვორქშოფი "შემოქმედებითი პროექტების განვითარება"
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
თამარ მეფის ქ. 59


02.08 // 16:00 – 17:30
საუბარი ხელოვანთან - მარიამ ნატროშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
მისამართი: თამარ მეფის ქ. 59


05.08 // 16:00
ლიტერატურის რეზიდენციის პროგრამის გამარჯვებულის
გამოცხადება, ქართველი მწერლისათვის.

ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის შექმნის იდეა, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელიც 2022 – 2023 წლებში მომზადდა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია შემოქმედებითი პროცესების განვითრებას, რომელიც ფუნდამენტს შექმნის სამომავლოდ რეგიონში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების მხრივ. ფესტივალის ზოგადი ხედვა დინამიკური კულტურული ეკოსისტემის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რომლიც გაზრდის თანამედროვე კულტურულ პროცესებზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას და დადებით გავლენას იქონიებს ქალაქის ჰარმონიული, მდგრადი ურბანული, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.