"ჟღერადი სივრცე" - ასე ქვია ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს, რომელიც
პროექტ, "იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე"-ს ფარგლებში შეიქმნა.
სპექტაკლში პროფესიონალი მოცეკვავეები და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები მონაწილეობენ.
„ჟღერად სივრცეზე“ მუშაობა მარტში დაიწყო და ექვსი თვე გაგრძელდა.
ასევე შეიქმნა კლასები, მოეწყო ვიზუალური და საშემსრულებლო
ხელოვნების ვორქშოფები, რომლებშიც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე 40-მდე
ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
"ჟღერადი სივრცე" განსხვავებული ენერგიებისა და ინფორმაციის გაცვლის
ადგილია, სადაც თითოეული მოცეკვავე სხეულის საერთო ენისა და პირადი
ტერიტორიების შექმნით, რითმის, გრავიტაციისა და ემოციის მეშვეობით
სიმშვიდისა და წონასწორობის მოპოვებას ცდილობს, ასე აღწერენ სპექტაკლს
მისი შემქმნელები.
"ფიზიკური თეატრი, მოძრაობა, თანამედროვე ცეკვა ყველაფერი ერთად არის
უნივერსალური ენა, როცა არ გჭირდება რაღაცების გამოგონება იმისთვის,
რომ იურთიერთო ძალიან უშუალოდ და ბუნებრივად. ინსტინქტურად შეიძლება
დამყარდეს კავშირი მიუხედავად იმისა, როგორია შენი ფიზიკური თუ
გონებრივი მოცემულობა რომლითაც ცხოვრობ. ჩვენ გვინდა ამ სპექტაკლით
ვაჩვენოთ, რომ ის განსხვავებები, რაც არსებობს ჩვენს შორის ეს არის
რეალურად გამამდიდრებელი გამოცდილება. რომელმაც შეიძლება ერთ
სივრცეში, ერთ სცენაზე, ერთ დარბაზში მოიყაროს თავი და შეავსოს
ერთმანეთი", - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი მაკა ჩხაიძე.
სპექტაკლი 21 ივლისს, გაიმართება ქუთაისში,
მძლეოსნობის სკოლაში.
ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მოზარდებისა და
თბილისსა და ქუთაისში მომუშავე პროფესიონალი ხელოვანების
თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი ქუთაისში. ამ თანამშრომლობისა და
შემოქმედებითი ურთიერთობის კულმინაციაა სპექტაკლი, რომლის შექმნაშიც
პროფესიონალთა მთელი გუნდი იღებდა მონაწილეობა:ქორეოგრაფი – ნათია
ჩიკვაიძე; Რეპეტიციების ხელმძღვანელი - ტიმ აუდინი; სამხატვრო
ხელმძღვანელი – მაკა ჩხაიძე; დადგმის კონსულტანტი – მიხეილ ჩარკვიანი;
მუსიკა – საბა ვაშაყმაძე; გვანცა ენუქიძე; განათების დიზაინერი – ჯუბა
ჯიმშელეიშვილი; როლებში – ბექა ლექვინაძე, გიორგი თეთრაძე, გიორგი
ჯოღია, იაკობ გოგოტიშვილი, ქეთი გიორგაძე, ნათია ჩიკვაიძე, საბა
ლომთაძე, თემო ჭოლაძე, ტიმ აუდინი
სპექტაკლი შექმნილია InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმის
(თბილისი), ლენის აკადემის (ქუთაისი) და ღია სახლი ქუთაისის
თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის
#EU4Culture კულტურული და ინოვაციური პროექტის "იცეკვე,
იმოძრავე, იმოქმედე"-ს ფარგლებში.
მისამართი: მძლეოსნობის მე-19 სკოლა, თამარ მეფის ქუჩა 100,
ქ. ქუთაისი
თარიღი: 21 ივლისი, 18.00
სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია
მასალის გამოყენების პირობები