პოლიციამ, იმერეთში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი,
ცხელ კვალზე, დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხონის
მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ
თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები