"კულტურა ის ერთადერთია, რაც ქმნის ჩვენ იდენტობას", - მიაჩნია
არტისტს, ჯგუფი ბულიონის წევს ნატალია ვაწაძეს.
კულტურამ რომ იდენტობა შექმნას თავად უნდა იყოს ცოცხალიც და
პოლიტიკურიც, - ეს სხვა არტისტმა თქვა, თუმცა სულისკვეთება იგივე
შეინარჩუნა.
სწორედ ამაში ეხმარება ევროკავშირი ქართული იდენტობის შემქმნელ
კულტურას - იარსებოს, შეინარჩუნოს მემკვიდრეობა და
განვითარდეს, არ ჩამორჩეს დროს.
კონკრეტული დროისა და სივრცის რაობა იქცა მთავარ სათქმელად პროექტის
"ქუთაისის სახელოვნებო სცენა ქალაქის კულტურული იდენტობის
გადააზრებისათვის“ მონაწილეებისთვის.
პროქტის, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალი და დასავლური
განვითარების ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის
EU4Culture მხარდაჭერით გაიმართა ქუთაისში.
ამ პროექტის ფარგლებში გამოფენა ქუთაისში 16 ივლისს სახვითი
ხელოვნების გალერეაში გაიმართა.
"ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა. ეს იყო ამ პროექტში ჩართული ადამიანების
ურთიერთობის , გამოცდილებების გაზიარების, ინფორმაციის , გამოცდილების
გაცვლის ორი თვე.
ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა ხელოვნების ფორმით ეთქვათ
ის თუ რას ფიქრობენ იმ გარემოზე სადაც ცხოვრობენ .მოტივაცია რომ
მომავალშიც გააგრძელონ მუშაობა." - ამბობს ნატალია ვაწაძე.
ირაკლი ბიგვავამ, თეონა ბუბუტეიშვილმა, ნატალია ვაწაძემ, მარიამ
ივანიშვილმა, დავით კუბლაშვილმა, თამთა ლელაძემ, პერიფერიებიდან,
ქრისტინა სირაძემ, გიორგი ჩოგოვაძემ საკვლევ თემად, ქუთაისის
კულტურული მემკვიდრეობა აიღო და მისი გადააზრება დაისახა მიზნად.
გადააზრების პროცესი ჯერ ტერმინის გაგებას გულისხმობდა და შემდეგ,
მისი მრავალი წახნაგიდან აღქმას, - მასთან დაკავშირებული გავრცელებული
თუ არაპოპულარული მოსაზრებების განხილვას, პრობლემების
იდენტიფიცირებას, წარსულისა და აწმყოს კვლევასა და მათ შორის
კავშირების დანახვას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, სწორედ ამ პროცესის შედეგს
აჩვენებს - ერთის მხრივ, ხელოვანებისა და მკვლევრების მიერ აღქმულ,
გადააზრებულ და სხვადასხვა მედიუმებში ნათარგმნ ტერმინს - კულტურული
მემკვიდრეობა, მეორეს მხრივ კი საკითხისადმი მრავალფეროვანი და
სიღრმისეული მიდგომის შესაძლებლობასა და აუცილებლობას.
"ხარისხობრივად ძალიან კარგი ნამუშევრები გააკეთეს. ეს ადამიანები,
რომლებიც ადრე არც კი იცნობდნენ ერთმანეთს ახლა გუნდია , რომელსაც
შეუძლია ქუთაისის სახელოვნებო სივრცე უფრო მრავალფეროვანი და
საინტერესო გახადოს“.
თუმცა ნატალია ვაწაძე იმაზეც მიუთითებს, რომ ამ
პროცესს შეიძლება ხელი შეეშალოს ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ
მიღებული კანონების: : ე.წ რუსული კანონისა და კანონი LGBთ
პროპაგანდის შესახებ, მიზეზით.
ეს კანონები არა მხოლოდ სახელოვნებო სივრცეებს ჩაკეტავს, არამედ
დააზარალებს ყველა სფეროს საქართველოში, მიაჩნია ხელოვანს.
"რუსული კანონი" ქვეყანას უკან დასწევს , მოკლავს ახალგაზრდებსთვის
ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, შეაჩერებს სოფლის
მეიუნეობაში ევროკავშირის მრავალ პროგრამას,აღარ დაფინანსდება ჩვენი
კულტურული მემკვიდრეობა, აღარაფერს ვამბობ სახელოვნებო
პროექტებზე რომელთა დაფინანსების ძირითად წყაროს სწორედ
ევროკავშირი წარმოადგენს. საქართველოს მსოფლიო სწორედ მისი კულტურით,
ხელოვნებით იცნობს და მსგავსი კანონი ამ მიმართულებების განვითარებას
აჩერებს".
ნატალია ვაწაძეს მიაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის
კულტურა, ამაზე (ჩვენი პარტნიორები (ევროკავშირი და ამერიკის
შერტებული შტატები) ზრუნავენ.
მაშინ, როდესაც კულტურაა ის ერთადერთია, რაც ქმნის ჩვენ იდენტობას,
ამბობს არტისტი.
"რუსული კანონი", რუსული პოლიტიკაა, რომელიც ცდილობს ქვეყანას
წაუშალოს იდენტობა", - მიაჩნია ნატალიას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებენ
გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის
კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
მასალის გამოყენების პირობები