გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 17 ივლისამდე, დასავლეთ
საქართველოში, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების
ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 35-37 გრადისი
დაფიქსირდება, მაღალმთიანში კი - 38 გრადუსი.
"17 ივლისის პირველი ნახვერიდან 18 ივლისამდე შედარებით დაიკლებს
ჰაერის ტემპერატურა 32-34 გრადუსამდე და გაწვიმდება. შესაძლოა
დროგამოშვებით იწვიმოს 20-21 ივნისს, შუადღის საათებში",- განმარტავს
დოდო გვაზავა.
მასალის გამოყენების პირობები