ახალი ამბები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფით 45 წლის ქალი გარდაიცვალა
FaceBook
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა, ქალს კი ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს.

"ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის მიერ გამოიცა შესაბამისი განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

კარანტინი გულისხმობს ყველა სახეობის ჯანმრთელი ცხოველის გადაუდებელ ვაქცინაციას, საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ცხოველთა გადაადგილების აკრძალვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საპრევენციო ღონისძიებებს.

დაწყებულია შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებების გატარება, აცრილია გარდაცვლილთან კონტაქტზე მყოფი 19 პირი, გრძელდება გარდაცვლილთან კომუნიკაციაში მყოფი სხვა პირების მოძიება ვაქცინაციის მიზნით",- აღნიშნულია ამბროლაურის მერიის განცხადებაში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელს გაბრიელ ჩიკვაიძეს- 595 221 148, ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე-1501.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.