ახალი ამბები
დასვენება თუ წინასაარჩევნოდ სტუდენტების გადაბირების მცდელობა - აწსუ-ს სტუდენტები ანაკლიაში გაემგზავრნენ
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 120 სტუდენტი, დღეს, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრა. 

ზღვისპირა ქალაქში ისინი 5 დღეს გაატარებენ, სადაც გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტოვობებთან ერთად, პოლიტიკოსებსაც შეხვდებიან. 

„ეს არის განათლების სამინისტროს ახალგაზრდული სააგენტოს ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი, სადაც ჩვენი სტუდენტები დაისვენებენ და შემეცნებით-გასართობ პროგრამებში ჩაერთვებიან. სტუდენტების ერთი ნაკადი უკვე იყო წასული (გეპის სტუდენტები იყვნენ ერთი კვირის წინ) და ახლა ჩვენი სტუდენტები წავიდნენ",- ამბობს "ქუთაისიპოსტთან"  აწსუ-ს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მექი ლობჟანიძე.

თუ როგორ მოხდა სტუდენტების შერჩევა ხსნებული ბანაკისთვის, ლობჟანიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული კრიტერიუმი არ ჰქონიათ და ნებისმიერ სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში,  შეეძლო რეგისტრაციის გავლა. 

განათლების სამინისტროს ახალგაზრდული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში  წერია, რომ ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ნარკოპოლიტიკაზე (გამოწვევები და საფრთხეები), ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობაზე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე. ასევე, გათვალისწინებულია ე.წ. Guest speaker-ების ნაწილი, სადაც ცნობილი ადამიანები (პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.) ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ.

წინასაარჩევნოდ, ახალგაზრდების გულის მოსაგებად აქტიურობა მთავრობამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, ირაკლი კობახიძე, ქუთაისში, სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებს შეხვდა და კურსდამთავრებულთა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე ესაუბრა.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საზეიმოდ, 7 ივლისს, გაიხსნა.

სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. 

მათივე ინფორმაციით, ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

"ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. 

ფოტო: ბანაკში მონაწილე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.