ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ
სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის დასაწყისში
უნდა დასრულდეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რომლის
მხარდაჭერითაც აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს, ოპერის აღდგენის
ფარგლებში უკვე დასრულებულია: სადემონტაჟო და გადახურვის სამუშაოები;
წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, სუსტი დენების, გარე და შიდა
კანალიზაციის, გახმოვანების, სახანძრო ვენტილაციის,
გათბობა-გაგრილების პირველადი მონტაჟი.
როგორც უწყებაში განმარტავენ, თეატრში ამ ეტაპზე მიმდინარეობს:
გათბობა-გაგრილების დანადგარების მონტაჟი და ტესტირების პროცესი; შიდა
კედლების გამაგრება და დამუშავება; იატაკის მოწყობა; სახანძრო
რეზერვუარის მშენებლობა; რესტავრაცია უტარდება დარბაზის სკამებს.
ასევე მიმდინარეობს სცენის კონსტრუქციების გეოლოგიური კვლევა
და სხვა კოსმეტიკური სამუშაოები.
ოპერის თეატრის შენობის შესასვლელი
ნაწილი
ასე გამოიყურება ქუთაისის ოპერის თეატრი
ახლა
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ქუთაისის ოპერისა და
ბალეტის თეატრს რეაბილიტაციის შემდეგ გამოჩენილი ქართველი მხატვრის,
თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძის, შექმნილი ფარდა დაამშვენებს, რომელიც
უკვე მზადდება.
ქუთაისის ოპერის სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია
ქონსთრქშენი“ ასრულებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 21
მილიონი ლარია.
ქუთაისის ოპერის თეატრის განახლება რეკონსტრუქია ბოლოს 2010 წელს
შესრულდა.
ამავე თემაზე:
ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წლის
გაზაფხულზე უნდა დასრულდეს
ქუთაისის ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაოები
მიმდინარეობს
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის 21
მილიონი ლარი დაიხარჯება
ქუთაისის ოპერის თეატრის შენობას რეკონსტრუქცია
ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები