უკვე მეორე დღეა, ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ
მიეწოდება.
წყლის მიწოდება ქალაქის აბონენტებს 4 ივლისს, 07:00 საათზე შეუწყდათ
და 5 ივლისის 02:00 საათზე უნდა აღდგენოდათ, თუმცა, როგორც
წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, გეგმიური ტექნიკური
სამუშაოების სირთულის გამო, წყალმომარაგების აღდგენის დრო 16:00
საათამდე გახანგრძლივდა.
4 ივლისს ქვიტირის გადამქაჩ სადგურში, 800 მმ დამწნეხი კოლექტორის
შეცვლისა და ფარცხანაყანევის w-800m³ რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციის
გეგმიური სამუშაოები განხორციელდა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად,
საგრძნობლად შემცირდება სასმელი წყლის დანაკარგი, რაც თავის მხრივ,
გააუმჯობესებს წყლის ხარისხსა და მიწოდებას.
მასალის გამოყენების პირობები