ახალი ამბები
„რუსული კანონი“ და სოციალური საწარმო გაჩერების საფრთხეებით
FaceBook
"ეს იყო ჩვენი დიდი ხნის ოცნება, რომელსაც საფრთხე შეიძლება შეექმნას", - ამით იწყებენ საუბარს ორგანიზაცია "რუბიკონის" წარმომადგენლები სოციალურ საწარმოზე, რომელიც ერთი წელია, რაც ქუთაისში ფუნქციონირებს და რომელიც შესაძლოა "რუსული კანონის" ამოქმედების გამო გაჩერების საფრთხის წინაშე დადგეს.

როგორც საწარმოში აღნიშნავენ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ უცხოელი დონორების მხრიდან დაფინანსების დიდი ნაწილი გაჩერებულია.

საწარმო მუშაობს, თუმცა პროდუქციის წარმოება მკვეთრად მოკლებულია და თანამშრომლებსაც პარალელურად სხვა სამსახურის მოძიება და შეთავსება უწევთ.

საწარმოში ძირითადად ორგანიზაცია "რუბიკონის" ნარკოტიკის ყოფილი მომხმარებლები და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარები არიან დასაქმებული. სულ 15 ადამიანი.

"(დონორების მხრიდან) დაფინანსება გვაძლევდა საშუალებას გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით სხვა საწარმოებთან შედარებით და სოციალური საწარმოს უპირატესობაც ეს არის. ამჟამად, დაფინანსება შეჩერებულია და ჩვენი შესაძლებლობებით ვცდილობთ გავართვათ თავი", - ამბობს სოციალური საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ფორჩხიძე.

"რუბიკონი", რომლის ბაზაზეც შეიქმნა სოციალური საწარმო, არის სათემო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანისა და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარების უფლებების ადვოკატირება, ხელშეწყობა და დახმარება.

სოციალური საწარმო ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი" მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც ევროკავშირის გრანტი ჰქონდა მოპოვებული.

"სოციალური საწარმო უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. მან საშუალება მომცა ჩემი იდეების რეალიზებაში", - მიაჩნია პროექტის მონაწილე ლევან ბიბილეიშვილს.

მან საწნახელისგან ღვინის ბოთლების შესანახი მექანიკური კარადა დაამზადა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა ერთ-ერთ გამოფენაზე, სადაც წარადგინეს სოციალურ საწარმოში დამზადებული პროდუქცია: სამკაულები, ავეჯი, ხატები, ქსოვილები..



საწარმოში აღნიშნავენ, რომ ყველა დამკვირვებელი და მონიტორის წარმომადგენელი კმაყოფილი იყო, როდესაც მათ ნამუშევრებს აჩვენებდნენ.

სოციალურ საწარმოში ერთ წელიწადში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის გაორმაგებას ფიქრობდნენ. მაგრამ "რუსულმა კანონმა"შეცვალა მათი გეგმები.

"ჩვენი დონორები იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ კერძო სექტორში მოეძიათ კომპანიები, რომელთანაც თანამშრომლობას შევძლებდი, მაგრამ ეს პროცესიც გაჩერებულია. რადგან წამოვიდა პროპაგანდის ტალღა, რომ თითქოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები "აგენტები" ვართ და ამ გარემოებამ შეაფერხა კომუნიკაცია", - ამბობს დავით ფორჩხიძე.

იგი საუბრობს სტიგმაზე, რომელიც უკვე გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა მიუხედავად სტიგმისა, სოციალური საწარმოს დამფუძნებნლები, ისევე, როგორც წევრების ნაწილი, აპირებენ გააგრძელონ მუშაობა საკუთარი ძალებით.

















Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.