ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს.
შემთხვევა სოფელ ვარციხეში მოხდა.
„ძაღლი დაჭრეს სანადირო თოფით, საფანტის ტყვიით. მძიმე მდგომარეობაა,
გადარჩება, არ გადარჩება, არავინ იცის. ამ ეტაპზე იმყოფება კლინიკაში,
ყველაფერს აკეთებენ, რომ გადარჩეს, მაგრამ იმდენი ტყვია აქვს
ორგანიზმში, მაინც ინვალიდი დარჩება ფაქტობრივად. ამიტომ, ვითხოვთ,
ვინც ჩაიდინა, დაისაჯოს კანონით“,- ამბობს ცხოველთა დამცველი ნანა
ხანანაშვილი.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ძაღლს ესროლა, აცხადებს,
რომ ის ბავშვის მიმართ აგრესიული იყო, რის გამოც იძულებული გახდა,
სანადირო თოფიდან გაესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც
ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები