ქუთაისში, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი
დილიდან არ მიეწოდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით,
წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ქუთაისში დაგეგმილი
გეგმიური ტექნიკური სამუშაოებია, რაც ქვიტირის გადამქაჩ სადგურში, 800
მმ დამწნეხი კოლექტორის შეცვლასა და ფარცხანაყანევის w-800m³
რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციას გულისხმობს.
"წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ქუთაისის ოპერირების არეალის 70%-ს.
წყალმომარაგების გეგმიურ წყვეტასთან დაკავშირებით, სმს შეტყობინების
საშუალებით ინფორმირებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აუცილებელი
სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სასმელი წყლის
დანაკარგი, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს წყლის ხარისხსა და
მიწოდებას", - განმარტავენ კომპანიაში.
გეგმიური სამუშაოების ფარგლებში გათიშული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ
საიტზე:
https://water.gov.ge/page/full/107.
მოსახლეობას წყლის მიწოდება 5 ივლისის 02:00
საათამდე აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები