ახალი ამბები
დღეიდან, 2 ივლისიდან, გელათის სამონატრო კომპლექსი იკეტება
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეიდან, 2 ივლისიდან, შრომითი უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმი წესდება.
რაც იმას ნიშნავს, რომ გელათი მომლოცველებისა და სტუმრებისათვის 15 აგვისტომდე დროებით დაიკეტება.

მიზეზი სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე 40 მეტრიანი მეტალის კონსტრუქციის ერთიანი დროებითი გადახურვის   სამუშაოებია. 

"მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. ამიტომ, გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები, გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას",- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. მიმდინარე წლის მარტში კი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 7 მილიონ 500 000 ლარი გამოყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო
გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
12:25 / 12.04.2025
ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში
შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
12:57 / 11.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.