ქუთაისის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო.
ქალაქის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებში
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 28 ივნისს შეწყდა.
ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის
განმარტებით, ქუთაისში, ამჟამად, ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.
N13 და N8 საბავშვო ბაღები ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში მიიღებს
აღსაზრდელებს.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სექტემბრის შუა
რიცხვებიდან განახლდება.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37
ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები