განახლებული ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დღეიდან, 1 ივლისიდან,
იხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო
ავრცელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებში მდებარე ოკაცეს
კანიონი 12 თებერვლიდან დროებით დახურული იყო.
კანიონის დახურვის მიზეზად დაცული ტერიტორიების სააგენტოში ტექნიკურ
სამუშაოებს ასახელებდნენ.
ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთის ფასი საქართველოს
მოქალაქეებისთვის 12 ლარია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი - 20
ლარი.
მასალის გამოყენების პირობები