ქუთაისის #4 საბავშვო ბაღის მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი
აღმზრდელმა სცემა.
როგორც ხატია კუჭავა ყვება, ბავშვს ცემის კვალი სხეულზე
აღენიშნება.
მისივე თქმით, მომხდარზე სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე
დაიწყეს.
"ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით. აივანზე ჩემი ბავშვის განწირული
კივილი, ტირილი შემომესმა, გავვარდი რომ მენახა რატომ ტიროდა. ბავშვი
არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ
გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ვიკასი ჯერ ჩვენ არ
გაგვიგია. ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი, ფოტოზე კიდე არ ჩანს
იმდენად და წინ გულზეც.
ბაღში გვითხრეს, რომ დადგმულ სცენარს გავს. ანუ ჩვენ ვცემეთ ბავშვი,
რომ დავაბრალოთ ბაღს. სხვა ბევრ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რის
საქმის კურსში ბაღის გამგეც ჩავაყენეთ. ამის და მიუხედავად, დღეს ეს
სურათი დამხვდა. კი, მართალია, მთელმა ქუთაისმა იცის ამ ბაღის
შესახებ, მაგრამ მე გირჩევთ, თავი შეიკავოთ ბავშვების აქ
მოყვანისაგან",- წერს სოციალურ ქსელში ხატია კუჭავა.
მომხდარზე რომ გამოძიება დაწყებულია ამას "ქუთაისიპოსტთან" ადასტურებს
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელიც. დავით წიტაიშვილის
თქმით, თავად აღმზრდელი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს.
"გამოძიება დაწყებულია და თუ არ ვცდები, ექსპერტიზაზეც მიჰყავთ დღეს
ბავშვი, ასე რომ დაველოდოთ, ნათელი მოეფინება ყველაფერს. ჩვენ გუშინ
ვინც გამოვკითხეთ თანამშრომლები და სხვა მშობლები, ამ წლების
განმავლობაში, რაც ეს ქალბატონი მუშაობს, არავისგან მსგავსი არაფერი
გაგვიგიაო. ამიტომ ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩვენ თვითონაც ვართ
გაკვირვებულები. თავად აღმზრდელი კატეგორიულად უარყოფს. დაველოდოთ
გამოძიებას",- ამბობს დავით წიტაიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტი" დეტალებს შსს-სთან
არკვევს.
მასალის გამოყენების პირობები