ქუთაისის მესხიშვილის თეატრში თეატრალური იმერეთი 2024-ის დასკვნითი
საღამო და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ფესტივალი საკონკურსოა და შესაბამისად გამოვლინდნენ
გამარჯვებულები.
საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა ხონის სახალხო თეატრის სპექტაკლი
"აზნაურები" (რეჟისორი გოჩა კაპანაძე ).
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა მამუკა ცერცვაძემ
სპექტაკლით "ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს" (თერჯოლის
სახალხო თეატრი)
საუკეთესო სცენოგრაფია - ,,გაკვეთილი" ვანის სახალხო თეატრი და
,,პალატა N 6" სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ
თეატრი
საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა სპექტაკლი - ,,ირინეს
ბედნიერება" (ბაღდათის სახალხო თეატრი).
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნიეს - ირინე
ჩხეიძე სპექტაკლში ,,ბამბაზიის სამოთხე" (ხარაგაულის სახალხო
თეატრი).
მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა -
სოსო კოტორეიშვილი სპექტაკლში ,,ირინეს ბედნიერება" (ბაღდათის სახალხო
თეატრი).
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობებად აღიარეს გიორგი შენგელია
,,პალატა N6" (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული
თეატრი) და გიგა ბუბუტეიშვილი ,,გაკვეთილი" (ვანის სახალხო
თეატრი).
საუკეთესო ახალგაზრდა ქალ მსახიობებად დასახელდნენ - თეონა
ლომსიანიძე ,,ირინეს ბედნიერება" (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ
ბუტილი ,,პალატა N6"( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის
დრამატული თეატრი).
ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის
სამოთხე" (ხარაგაულის სახალხო თეატრი). ხოლო საუკეთესო მამაკაცის
ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე" (ხარაგაულის
სახალხო თეატრი).
ნომინაციაში საუკეთესო ქორეოგრაფია გაიმარჯვა სპექტაკლებმა ,,
ირინეს ბედნიერება " ბაღდათის სახალხო თეატრი და ,,ბაკულას ღორები"
წყალტუბოს სახალხო თეატრი.
ჟიურის სპეციალური პრიზები მიენიჭათ საჩხერის სახალხო თეატრს
სპექტაკლისთვის ,, ნატვრის ხე" და ტყიბულის სახალხო თეატრს -
,,როგორ გადავიქეცი ამანათად".
ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის სპეციალური პრიზი გადაეცა
წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს გალაქტიონის როლის
შესრულებისთვის სპექტაკლში ,,ბაკულას ღორები"
ფესტივალი ყოველწლიურია და მასში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის
პროფესიული და სახალხო თეატრები იღებენ მონაწილეობას. ასევე
სტუმარი თეატრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ფესტივალზე 15 სპექტაკლი წარმოადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები