ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო
ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი
დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის
რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების
მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა „Adidas”-ის სასაქონლო
ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ
გამზადებული „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000
ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ
იქნა „Adidas”-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური
ბრენდირებული შტამპი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთას 2 -წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები