ახალი ამბები
2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ, ბოლო 10 წლის რეკორდი, შეადგინა
FaceBook
2023 წელს სახელმწიფო სსიპ-ებში და ააიპ-ებში (მუნიციპალიტეტების გარდა) დასაქმებული იყო 176.1 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ავრცელებს.

ბოლო 10 წლის მანძილზე სსიპ-ების და ააიპ-ების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 67%-ით გაიზარდა და 59 ათასი ადამიანი შეადგინა.



სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.

აღნიშნულ პერიოდში შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების ხარჯი 90.7 მილიონი ლარიდან, 516.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

Საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, შტატგარეშე მოსამსახურეები შეირჩევა გამარტივებული კონკურსით და მათზე ნაკლებად ვრცელდება შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები.

შესაბამისად, ამ სფეროში უფრო მაღალია ნეპოტიზმის, თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით შერჩევა/გათავისუფლების და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკები.

ზოგადად, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 

მათივე შეფასებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ მონაცემები ქვეყანაში სრულყოფილად არ აღირიცხება. "საქსტატის" მონაცემები მიღებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის მიხედვით და წარმოადგენს მიახლოებით მონაცემებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.