ქუთაისში, საერთაშორისო ფორუმი "ქალაქების შესაძლებლობების
გაძლიერება“ მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქი უკვე მეოთხედ
მასპინძლობს.
ევროკავშირის, ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და USAID-ის თანამშრომლობით
2019 წელს დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქების მდგრადი
განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს - საჯარო
მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერების და ბიზნესის
წარმომადგენლებს შეუძლიათ გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და ერთობლივად
შეიმუშავონ გადაწყვეტილებები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად
დელეგაცია მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან ჩამოვიდა. მათ შორის,
გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ესტონეთიდან,
ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან.
ფორუმის მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები ისეთი საკითხების
შესახებ, როგორებიცაა: სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა; მომავლისთვის
მზადმყოფი ქალაქები; მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის
ეპოქაში; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების
ტრანსფორმაციისას; ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა;
პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში;
მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები; დიალოგიდან
ქმედებისკენ: იდეების ანალიზი, მომავალი გეგმები.
ფორუმი ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების
გადაწყვეტილებების ჰაბის მიერ არის ორგანიზებული და მეორე დღეა,
იმართება.
მასალის გამოყენების პირობები