ახალი ამბები
"ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა"- გიგა შუშანია აპლიკაციის "გეიარ-გამეიარეს" შექმნაზე
FaceBook
სლოგანის "ქუთაისი ქალაქიას" შექმნის შემდეგ, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აპლიკაცია, სახელწოდებით "გეიარ-გამეიარეს"  შექმნა.
ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნულს ქუთაისელთა შეურაცხყოფად აფასებს.

"ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს მილიონ ნახევარი ლარით, ჯერ 50 000 ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის "ქუთაისი ქალაქია" და ახლა უფრო შორს წავიდნენ, 105 000 ლარი გამოყეს ბიუჯეტიდან და უცხოელი ტურისტებისათვის შექმნეს აპლიკაცია, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, დაარქვეს "გეიარ-გამეიარე". ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა და კარგად აჩვენებს ივანიშვილის და მისი პარტიის დამოკიდებულებას ქუთაისელებისადმი",- განმარტა შუშანიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული აპლიკაცია თავად ქუთაისის მერის სახეა, რომელიც ხან ერთ რესტორანში გეიარს, ხან მეორეში - გამეიარს.

"ჯერ ამ ქალაქს წაართვეს პარლამენტი, წაართვეს ფუნქცია, ხალხი გარბის ქალაქიდან და მეოთხე ადგილზე ვართ უკვე მოსახლეობის რაოდენობით, ახლა ქუთაისს დაუსვეს მერი, რომელმაც არც საკუთარი ქალაქის ისტორია იცის, არც მის კულტურას იცნობს, საერთოდ არ იცნობს ქუთაისელთა განწყობებს და ასეთი სამარცხვინო, არაადეკვატური გადაწყვეტილებებით არის დაკავებული. ნამდვილად თვითონ არის გეიარ- გამეირე. ხან ერთ რესტორანს გეიარს, ხან მეორე რესტორანში გამეიარს. ამით არის დაკავებული და არა იმისათვის, რომ ქუთაისელებს მოუგვაროს გადათხრილი ქუჩების პრობლემა, არაფერი მას არ ეხება, გარდა ბიუჯეტის ხარჯზე ჭამა-სმისა",- განმარტა გიგა შუშანიამ.

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აპლიკაციის შექმნისთვის ტენდერი [NAT240004538] მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. 

როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში წერია, ააიპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“ დიჯითალ ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ონლაინ სივრცეში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ესაჭიროება აპლიკაციების შექმნა- თამაში ქუთაისის შესახებ და გაძლიერებული რეალობა(AR) ქუთაისის არქიტექტურისთვის.

ტენდერში შპს "რეროდევმა" გაიმარჯვა. მას აპლიკაციების შექმნისთვის 100 850 ლარი მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.