რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.
რუსული
მედიის ინფორმაციით, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებაზე
ფრენები 2 ივლისს დაიწყება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და პარასკევს
შესრულდება.
Azimuth-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან რეისებს 2023 წლიდან
ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები