ახალი ამბები
ქონების სააგენტომ წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები, "რკინიგზელი" და "იმერეთი" აუქციონზე გაიტანა
FaceBook

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად წყალტუბოში მდებარე კიდევ ორი სანატორიუმი გამოიტანა.


საუბარია ყოფილ სანატორიუმ „რკინიგზელსა“ და „იმერეთზე“, რომელსაც საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ყიდის.

ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდება. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სანატორიუმი „იმერეთი“ კი აუქციონზე 3 124 500 ლარად იყიდება. საინვესტიციო პირობები აქაც იგივეა. ტერიტორიაზე სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ გასაყიდად 14 ობიექტი 2022 წლის 5 ივლისს გამოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“, რომელთა რეალიზებით სახელმწიფომ ჯამურად 11 582 300 ლარი მიიღო.





 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.