ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა
სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
ისინი ფლორიდის შტატში, ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ
კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას.
პარტიაში განმარტავენ, რომ ფლორიდაში ფოთის, ახალციხის, ქუთაისის,
ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის,
თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები გაემგზავრნენ, თუმცა ქუთაისის მერიის
პრესსამსახურში ამბობენ, რომ იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნულ
კონფერენციაში მონაწილეობა გასულ წელს უკვე მიიღო,
შესაბამისად, წელს მისი მოადგილეები ესწრებიან.
მერები და მათი მოადგილეები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან აშშ-ში
5-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება
და პროგრამული ბიუჯეტირება; ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ
სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ვიზიტი „საქართველოს ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერაა დაფინანსებული,
ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღეს შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმაც.
ქუთაისის მერიის თანამდებობის პირები, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლები რუსული კანონის მხარდამჭერები არიან, რომლიც
მიხედვითაც მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს,
რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსი
მიენიჭება.
მასალის გამოყენების პირობები