საქართველოში, თბილისის დროით 02:03 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის
სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ონიდან ცხრა
კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.
თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ძლიერი ბიძგები
იგრძნობოდა არა მხოლოდ რაჭაში, არამედ იმერეთის ტერიტორიასა და
აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილშიც.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები