გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 7
ივნისამდე ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-დან 36 გრადუსამდე
მოიმატებს, 5 ივნისს კი გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების
ქარი.
"7-დან 9 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა
ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 5 გრადუსით და მაქსიმალური
ტემპერატურა 29-31 გრადუსია მოსალოდნელი", - განმარტავს დოდო
გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 10 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს
და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები