ქუთაისში,ავანგარდის დასახლებაში მდებარე საქორწილო დარბაზში
ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
აფეთქების მომენტში
შენობაში 6 თანამშრომელი იმყოფებოდა.
როგორც, ქუთაისიპოსტს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს,
აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა მათი თქმით სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 5 ადამიანი საავადმოყოფოში
გადაიყვანა.
"ქორწილი
გვქონდა გუშინ. ამ დილით თეფშებს ვრეცხავდი სამზარეულოში. შუქი ავანთე
და მოულოდნელად საშინელი ხმა იყო. სასწაულად გადავრჩით",-ამბობს
ერთ-ერთი თანამშრომელი.
"დილით
დამირეკეს გაზი აფეთქდაო. რომ მოვედი ადგილზე უკვე გამოძახებული იყო
სამაშველო სამსახური. ზარალის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი, შენობაში არ
შევსულვარ, თუმცა, აქედანაც ჩანს, რომ ყველაფერი განადგურებულია",-
ამბობს დარბაზის მფლობელი მერაბ ჯალაღაძე.
აფეთქებამ
აალება გამოიწვია შენობაში სავენტილაციო სისტემაში, რის გამოც
სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ადგილზე
112 -ის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები