ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოზე, მერიის შტატები 24 ადამიანით გაზარდეს
FaceBook
ქუთაისის მერიაში შტატები 24 ადამიანით გაიზარდა.

შესაბამისი დადგენილება საკრებულოს 29 მაისის სხდომაზე მიიღეს. 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, პეტრე ადამაძის თქმით, კადრების ზრდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული, რაც მოხელის კარიერულ განვითარებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, 24 ადამიანიდან 6 ქოლ-ცენტრში იმუშავებს, რომელიც მერიაში მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, დანარჩენი კი საშტატო ნუსხის მიხედვით სხვადასხვა სამსახურში პროფესიული და კარიერული განვითარების მიზნით გადანაწილდება. 

"დღევანდელი საშტატო ცვლილების მიხედვით, დამატებული იქნება 31 ერთეული, მათ შორის ქოლ-ცენტრის 6 თანამშრომელი, პარალელურად უქმდება 7 ერთეული. ანუ, შტატები იზრდება 24 ადამიანით. დადგენილების პროექტის მიხედვით, ჩვენ საჯარო მოხელეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კარიერულად განვითარდნენ. როგორც კი დამთავრდება მათი ე.წ დაწინაურების პროცესი, რომელიც თავის მხრივ რეგულირდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, თუ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და აღნიშნული საჯარო მოხელეები იქნებიან დაწინაურებულები კატეგორიით უფრო მაღალ პოზიციებზე, დღევანდელი მათი არსებული პოზიციები გაუქმდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მომავალ საშტატო ცვლილებაში აღნიშნული გაზრდილი საშტატო კატეგორიები შემცირდეს",- განმარტავს პეტრე ადამაძე.

მერიაში რომ შტატების ზრდა იგეგმებოდა, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგიც გამართა. მისი თქმით, მაშინ როცა ადგილობრივ თვითმმართველობაში 4500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ყოველი წლის განმავლობაში 45 000 000 ლარზე მეტი იხარჯება მათ ხელფასებზე, მერმა გადაწყვიტა, საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და შტატები კიდევ მეტად გაზარდოს.


ამავე თემაზე:

„ქუთაისის მერია შტატებს 22 ადამიანით ზრდის“ - გიგა შუშანია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.