ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში, მალე, ქოლ-ცენტრი იფუნქციონირებს
FaceBook

ქუთაისის მერიაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობენ, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური ცენტრის, ე.წ ქოლ-ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.



მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, პეტრე ადამაძის განმარტებით, აღნიშნულის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოხერხებულ და თანამედროვე პირობებში მიიღონ.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო მერიაში ქოლ-ცენტრის ჩამოყალიბება, მაშინ როცა უკვე არსებობს ცხელი ხაზი, პეტრე ადამაძე გვპასუხობს, რომ დღევანდელი მომსახურების ცენტრი თანამედროვე პირობებთან სრულ შესაბამისობაში არ არის.

„სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავხადოთ მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური ცენტრი უფრო მოხერხებული და თანამედროვე, უფრო კომფორტული იმისათვის, რომ მუნიციპალური სერვისების შესახებ მოქალაქეებს დისტანციურ რეჟიმში შეეძლოთ პასუხების მიღება.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კონცეფციის არსებული რედაქცია ითვალისწინებს მუნიციპალური სერვისების სისტემატიზირებას. მუნიციპალურ სერვისებში არ გვულისხმობთ მხოლოდ მერიას, ვგულისხმობთ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, მაგალითად, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებებს, სპეცსერვისებს, ქუთგანათების სერვისს და ა.შ. შესაბამისად, მოქალაქეებს აღარ ექნებათ საჭიროება აღნიშნულ სამსახურებს ცალ-ცალკე დაუკავშირდნენ. ეს ყველაფერი იქნება მოქცეული ერთიან სისტემატიზირებულ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც შეგვეძლება არა მხოლოდ სატალეფონო ზარებს ვუპასუხოთ, არამედ მუნიციპალიტეტის დისტანციურ სხვა სერვისებს, როგორიცაა მაგალითად ფეისბუქის გვერდი“,- განმარტავს პეტრე ადამაძე.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, ქოლ-ცენტრში 6 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც გადამზადდებიან და თუ საჭიროება მოითხოვს, თანამშრომლებს დაამატებენ.

„ჩვენ გარდა იმ ვალდებულებისა, რაც საჯარო მოხელეების დამატების და აყვანის კუთხით ავიღებთ, გვექნება დონორი ორგანიზაციების (ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი - IRC) მხარდაჭერა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შესაბამისად, ლოჯისტიკურ საკითხებს (ტექნიკური აღჭურვა და გადამზადება) ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავივლით, იქნება შეთანხმებული საბოლოო ვერსია. გვექნება შესაძლებლობა, მერიაში გვყავდეს შესაბამისი ადამიანები, რომლებიც მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციას დისტანციურ რეჟიმში მიაწვდიან“,- განმარტავს პეტრე ადამაძე.

ქუთაისის მერიაში ქოლ-ცენტრი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „USAID ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ჩამოყალიბდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.