ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე (№20-ში), თანამედროვე სტანდარტების
საკალათბურთო დარბაზის მშენებლობა იგეგმება.
ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი,
სადაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე მიწის
ნაკვეთი (5295 კვ.მ) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.
„სახელმწიფოს გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რათა მოხდეს
თანამედროვე სტანდარტების საკალათბურთო აკადემიის დარბაზის
მშენებლობა. მშენებლობის ზუსტი თარიღი ჩემთვის არ არის ცნობილი,
რადგან ჯერ ბიუროკრატიული პროცესი უნდა მოგვარდეს, რასაც მიწის
ნაკვეთის გადაცემა ქვია და შემდეგ უკვე შეთანხმდება მშენებლობის
პროექტი“,- განმარტა მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის
ხელმძღვანელმა თინათინ ბერიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები