საქართველოს მთავრობა, რაჭაში, 4,2 მლნ. ლარის ღირებულების კლიმატური
მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს
მსოფლიო ბანკის
ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ონის
მუნიციპალიტეტში, 5 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს.
უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის
საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109,
კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა,
ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი, მსოფლიო ბანკის
დაფინანსებით, ეწყობა.
პროექტის ღირებულება 4,2 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე
წლის ზაფხულში იგეგმება.
როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მიმდინარე სამუშაოები ხელს
შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე
ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას.
"ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" პროექტი 3 აპრილს მეორედ დააინიციირა, მესამე მოსმენით კი,
14 მაისს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი
გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს - "უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებლის", ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო
ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, "უცხოური ძალის"
სტატუსს მიანიჭებს. არადა, რომ არა დონორების ფინანსური დახმარება,
შესაძლოა, დღეს, პროექტების დიდი ნაწილი საქართველოში არც
განხორციელებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები