დაბა ბაკურიანში, რეგიონული ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა,
რომელიც "ქალთა უფლებრივ მდგომარეობას" ეხებოდა.
ტრენინგის მიმდინარეობისას სპონტანურად დაიგეგმა აქცია სახელწოდებით
"მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალთა უფლებებისთვის." აქციაში
ჩაერთვნენ ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტები, რომლებმაც ბაკურიანში
მცხოვრებ მოსახლეობას და დამსვენებლებს საინფორმაციო ფლაერები და
ბუკლეტები დაურიგეს.
ტრენინგი პროექტის "ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის" ფარგლებში
მომზადდა. პროექტი დაფინანსებულია ქალთა ფონდის მიერ.
"აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიისთვის მეტი ინფორმაციის
მიწოდებას საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში მოეწყო აღნიშნული აქციაც. ვფიქრობ, ამ ტრენინგის
შემდეგ ადგილობრივი მედია მეტად აქტიური იქნება. შესაბამისად,
მოსახლეობაც მიიღებს ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას ქალთა
უფლებების შესახებ." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, მარიკა
ვაჭარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები