ქუთაისის მერიაში კადრების გაზრდა იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,
წევრი გიგა შუშანია ავრცელებს.
29 მაისს დანიშნულ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი
დასამტკიცებლად გავა.
შუშანიას ინფორმაციით მერიაში კადრები 22 ადამიანით გაიზრდება.
22 თანამშრომლიდან 11 მერიის სამსახურებში დასაქმდება,
ხოლო დანარჩენ 11-ს ხელშეკრულებით აიყვანენე. ახალი კადრებიდან
6 ქოლცენტრში იმუშავებს.
"როდესაც ქვეყანა იქცევა და კატასტროფის წინაშე დგას, ქუთაისი მერმა
გადაწყვიტა საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და 22 ადამიანით ზრდის
ქუთაისი მერიის შტატებს, მათ შორის 11 ადამიანია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული, 11 კაცს კი აპარატში ანაწილებენ. ქუთაისი მერიაში
დღეს მუშაობს 4500-ზე მეტი ადამიანი და 45 000 000 ლარზე მეტი
იხარჯება ყოველი წლის განმავლობაში მათ ხელფასებზე. პლუს ამას, ამ 22
კაცში ქმნიან რაღაც ექვს კაციან ქოლცენტს, მომსახურების
გაუმჯობესებისთვის, მაშინ როდესაც ცხელი ხაზი ისედაც მუშაობს ქუთაისის
მერიაში და ამ 4500 ადამიანიდან სავსებიტ საკმარისი იყო რაიმე
დამატებითი ფუნქციის შესრულება, რადგანაც ყავის სმის მეტს და
კვერცხებით და საღებავებით სირბილის მეტს, მათი დიდი ნაწილი არაფერს
აკეთებს. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ გაუმაძღრობის მაგალითი,
უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მაგალითი საკუთარი ქალაქის მიმართ.
როდესაც ქალაქი ღარიბდება, ქვეყანა ასერთ კატასტროფულ სიტუაციაშია,
იცლება. შენ კიდევ საკუთარი აქტივისტებისთვის შტატებს ზრდიდე და
ამატებდე, ეს არის ქუთაისი მერის მიერ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება
და ქალაქის მიმართ უპასუხისმგებლობა", - ამბობს გიგა შუშანია.
რამ განაპირობა მერიაში ახალი კადრების მიღების აუცილებლობა ამაზე
ქუთაისის მერიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები