საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის
საფუძველზე საკრებულოს დეპუტატი ის კანდიდატი გახდება, რომელიც
არჩევნებზე სხვებზე მეტ ხმას
მიიღებს და მეორე ტური საჭირო აღარ იქნება.
აქამდე “საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად
ის კანდიდატი ითვლებოდა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არჩევნების მეორე ტური
ინიშნებოდა.
ცვლილებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა,
1 კი წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები