ახალი ამბები
რუსული კანონის მხარდამჭერი ქუთაისის მერია ევროპული ფულით ქალ მძღოლებს გადაამზადებს
FaceBook

ქუთაისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ქალი მძღოლების გადამზადებას გეგმავს.


მაშინ როცა საქართველოს მთავრობასთან ერთად,  რუსულ კანონს უწევს პოპულარიზაციას.

პროექტი „ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსი'' ქუთაისში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ.

''D'' კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. კურსის დასრულების შემდეგ კი ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ.

კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

''პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება და სატრანსპორტო სექტორში ქალთა როლის გაზრდა,''- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პროექტი "საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისის მერია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  ფინანსური მხარდაჭერით, რომელთა დემონიზებაც რუსული კანონით ხდება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს აფინანსებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.