ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "დვალიშვილი"
ლუდის ჩამოსხმას და რეალიზაციას გეგმავს.
ლუდის კლასიკური სახეობის ექსპერიმენტული ხარშვა საწარმოში დღეს
განხორციელდა.
"დახვეწილი და სტაბილური ლუდი იქნება, კლასიკური ალაოს ლუდი,
გაფილტრულიც და გაუფილტრავიც, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში იქნება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასუფთავება და შემოწმება. ისეთი ლუდი იქნება,
ნებისმიერ რეგიონში უპრობლემოდ შევა,"- განმარტა ლუსახარშის
ტექნოლოგმა, გიორგი ზუმბაძემ.
ახალი ლუდი ბაზარზე ძველი სახელწოდებით "აია" გამოჩნდება.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "დვალიშვილი" 700 000
ლარამდე თანხის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტიციის ნაწილით ქუთაისში,
ჭავჭავაძის #8-ში ლუდის ეზოს მოწყობაც იგეგმება.
"ლუდის ეზო იქნება კომპლექსი, სადაც გაკეთდება ლუდის ბარი და საფირმო
მაღაზია," - განაცხადა კომპანიის მფლობელმა, ამბერკი დვალიშვილმა.
კომპანიაში ასევე, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ღვინის წარმოებას
აანონსებენ.
მასალის გამოყენების პირობები